ვაკანსია სტუდენტებისთვის
შემოუერთდი რიკოს დიდ გუნდს!
დასაქმება და განათლების დაფინანსება სტუდენტებისთვის! ვაკანსია ცხადდება ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: დღეგამოშვებით (კვირაში 3-4 დღე) საღამოს 20:00 სთ-დან დილის 10:00-მდე. ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
დასაქმების პერიოდში კომპანია დააფინანსებს სწავლის ღირებულებას ყოველწლიურად 4000 ლარამდე. (სასწავლებლის ანგარიშზე ყოველთვიური დარიცხვით). თუ სწავლის ღირებულება 4000 ლარზე ნაკლებია, 1 წლიანი სტაჟის შემდეგ, სხვაობა დაუბრუნდება დასაქმებულს ბონუსის სახით.
წარმატებული 15 თვიანი სამუშაო პერიოდის გასვლის შემდეგ, თანამშრომელი ჩაერთვება ხელფასის ზრდის პერსპექტივის და კვარტალური/წლიური პრემიების საბონუსე სისტემაში. ამოქმედდება ჯანმრთელობის დაზღვევა. (ღამის საათებში დასაშვებია წიგნების კითხვა და ლეპტოპის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის). შემოუერთდი რიკოს დიდ გუნდს და რიკო იზრუნებს თქვენი განათლების ხარჯებზე.
გთხოვთ CV-ები ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ:
დასავლეთ საქართველო: beqa@rico.ge აღმოსავლეთ საქართველო: goderdzi@rico.ge
გისურვებთ წარმატებას!
http://www.rico.ge
ტელ: (0322) 229 29 29
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.