8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PPWVZ7AF 18 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

არქ-კონი

არქ-კონი

ფასადის მემონტაჟის დამხმარე

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 19 Eki tarihine kadar başvurun

შპს "არქ-კონი" ახორციელებს ვენტილირებადი ფასადების, ვიტრაჟებისა და ლითონკონსტრუქციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს. გუნდის გაფართოების მიზნით, ვიწვევთ მოტივირებულ კადრებს ფასადის მემონტაჟის დამხმარის პოზიციაზე, საქმის ადგილზე შესწავლის პერსპექტივით.

ვაკანსია: ფასადის მემონტაჟის დამხმარე კატეგორია: მშენებლობა / რემონტი / წარმოება მდებარეობა: თბილისი (სხვადასხვა ობიექტი) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასადისა და ვიტრაჟების სამონტაჟო სამუშაოებში მთავარი მემონტაჟის დახმარება;
  • სამშენებლო მასალებისა (მინაპაკეტები, ფასადის მოსაპირკეთებელი პანელები, ლითონის კონსტრუქციები) და ინსტრუმენტების მომზადება, მიწოდება და დასაწყობება;
  • სამუშაო სივრცის მომზადება და წესრიგის შენარჩუნება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური ნორმების განუხრელი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ფიზიკური მზაობა და შრომისმოყვარეობა;
  • სიმაღლეზე მუშაობის უნარი (შიშის გარეშე);
  • ძირითადი ელექტრო ინსტრუმენტების (კუთხსახეხი/ბურღი/ ხრახნდამჭერი) გამოყენების ელემენტარული უნარები ან გამოცდილება;
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენებისა და ელემენტარული მათემატიკური გამოთვლების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდურობა;
  • სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება არ არის სავალდებულო — საქმის შესწავლა ხდება ადგილზე.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად (დეტალები განიხილება გასაუბრებაზე);
  • პროფესიული ზრდა: ხელობის ადგილზე შესწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების რეალური შესაძლებლობა;
  • სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს.
  • განაცხადის მიღება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფასადის მემონტაჟის დამხმარე".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
არქ-კონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek