8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PQ593K2W 11 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

G&A Group

G&A Group

პრისელერ/მერჩენდიაზერი

G&A Group Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1800–2500 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

პრისელერ/მერჩენდიაზერი

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

"G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
  • FIFO-ს მუდმივი დაცვა და მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტზე OUT/OVER STOCK-ზე დროული რეაგირება და ხელმძღვანელთან ერთად შესაბამისი პროცესების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის განლაგება, პლანოგრამით და FIFO-ს დაცვით პრინციპით;
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ფასის კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის რეგულარულ და სააქციო ფასების მონიტორინგი და ასახვა;
  • კვარტალში ერთხელ პროდუქციის მოკლე ვადიანების მონიტორინგი/აღწერა და რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია).

უნარები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე; ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 800 ლარი +200 (მანქანის ცვეთის ხარჯი) და ბონუსი (ჯამში სახელფასო დიაპაზონი შეადგენს 1800-დან 2500 ლარამდე ხელზე). ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს; კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: პრისელერ/მერჩენდაიზერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
G&A Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek