8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PTZCZQV6 17 Eyl tarihinde yayınlandı 25 görüntüleme

HSE Georgia

HSE Georgia

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

HSE Georgia Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურებას, HACCP - ის სისტემის დანერგვას ორგანიზაციებში და სხვა თანმდევ სერვისებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება. - სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების შეთავაზება; - არსებულ და ახალ კლიენტებთან კომუნიკაცია, წამოჭრილი საკითხების ადმინისტრირება და კომუნიცირება კომპანიის მენეჯმენტთან; - კლიენტთა მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღნისძიებების ინიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება; - ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება; - რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - უმაღლესი განათლება; - გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; - პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები; - საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა; - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: - საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად; - პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას; - ფიქსირებულ + საბონუსე ანაზრაურების მოქნილ სისტემას შესრულებული სამუშაოს მიხედვით და სხვა ბენეფიტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
HSE Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek