← Tüm iş ilanları

PXGY0VAN 19 Kas tarihinde yayınlandı 4 görüntüleme

კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

₾900 / ay Oturum açın ve başvurun

19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

უშუალო დაქვემდებარება - კონტაქტ ცენტრის ჯგუფის უფროსი დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა გრაფიკი - ცვლიანი გრაფიკი

სამუშაო დრო:

I დღე - 18:00-00:00 (აღნიშნულ სმენაში უზრუნველყოფილია ტაქსით მომსახურება) II დღე - 17:00-22:00 III დღე - 10:00 - 18:00 IV დღე - 09:00-17:00 V დღე - დასვენება ანაზღაურება - 900 ლარი + ბონუსი სწავლების პერიოდი: 3 კვირა (არაანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ავტომობილის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
  • FitPass

ფუნქცია - მოვალეობები

  • მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
  • ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
  • კომპანიის პროდუქტებზე მოთხოვნის და განაცხადის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში;
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პასუხისმგებლობები

  • მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
  • მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
  • კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარები/შესაძლებლობები

  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიზის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი - "კონტაქტ ცენტრის ოპერატორი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz