8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

PY11GGAA 25 Ağu tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

ამბასადორი აილენდ ბათუმი

ამბასადორი აილენდ ბათუმი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
  • დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, მოქნილობა და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
  • Microsoft Office-ისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • გაყიდვების მენეჯერის ან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1-დან 3 წლამდე გამოცდილება;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების შესანიშნავი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უძრავი ქონების, ტურიზმის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების პროცესის ეტაპობრივად წარმართვა, მოლაპარაკებების წარმოება და კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • ბაზარზე ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება და მათი გამოყენება კომპანიის ზრდისთვის;
  • არსებული კლიენტების მოთხოვნების რეგულარული ანალიზი და მათი დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
  • პოტენციური და არსებული კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავება;
  • კომპანიის პროდუქტების, უძრავი ქონებისა და მომსახურებების შესახებ კლიენტებისთვის ინფორმაციული პრეზენტაციების მომზადება;
  • დაინტერესებული პირებისთვის უძრავი ქონების ან სხვა ობიექტების ადგილზე დათვალიერების პროცესის ორგანიზება;
  • კლიენტებისთვის უძრავი ქონების ტექნიკური და ლოჯისტიკური დეტალების, მათ შორის სარემონტო ან განვითარების პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მართვა;
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესში კლიენტების მხარდაჭერა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება;
  • CRM სისტემაში მონაცემების მართვა და განახლება, გაყიდვების პროცესების ეფექტიანობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და ახალი ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • კლიენტთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა და საერთო მიზნების მისაღწევად პროცესების კოორდინაცია;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოქმედება;
  • კომპანიის, მისი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ისეთი დავალებების შესრულებაზე უარის თქმა, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის შიდა რეგულაციებს ან ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ამბასადორი აილენდ ბათუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek