9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Q4X59ZPK 9 Eyl tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

კარგო პოლო

კარგო პოლო

რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Batum Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000–1200 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

მოვალეობები: - კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა; - პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა; - პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; - სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება; - ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა; - გაყიდვების დინამიკის ანალიზი; - ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: - უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ნახსენებ სფეროში. - სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, წერა და წაკითხვა) - უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. - უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. - უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური); - Microsoft Office-ის ცოდნა; - მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე); - კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; - ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა; - ლოგიკური აზროვნება; - ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით. - სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე - ადგილმდებარეობა - ბათუმი, ფარნავაზ მეფის 121

Cargo Polo გთავაზობთ: - საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას); - სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით; - კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში; - მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის; - ულიმიტო ტელეფონს / ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის; - დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; - უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კარგო პოლო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek