8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

Q9V6QBWQ 27 Ağu tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

ფაბრიკა 1900

ფაბრიკა 1900

უსაფრთხოების თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Güvenlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - უსაფრთხოების თანამშრომელი

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
  • სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს ტერიტორიისა და მასზე არსებული მატერიალური ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საწარმოს ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და ვიზიტორების გადაადგილების კონტროლი;
  • საწარმოში შემოსული და გასული პირებისა და საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
  • საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვის მონიტორინგი;
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დაფიქსირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • კეთილსინდისიერება და პატიოსნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უსაფრთხოების თანამშრომელი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფაბრიკა 1900
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek