ოფის მენეჯერი
16 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 15 Ara tarihine kadar başvurun
შპს ,,იბერკომპანი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და გადანაწილება;
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მართვა;
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა და საჭირო მარაგების უზრუნველყოფა;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის წარმოება;
- სტუმრების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა საოფისე და ორგანიზაციული საკითხის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- საოფისე ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00;
- ანაზღაურება: 1 200 ლარი (ხელზე ასაღები).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ოფის მენეჯერი“.