8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QFA1976T 16 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

სამედიცინო ლაბორატორია სინევო

ექთანი-ფლებოტომისტი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ჩვენი პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • განრიგი: ორშ-პარ (08:30-17:00); შაბ (09:00-14:00)
  • საბონუსე სისტემა: ყოველთვიური
  • საშტატო ერთეულების ოდენობა: 3

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • თიმბილდინგი
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

  • ხარისხიანი საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • საექთნო საქმიანობის შესრულება
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი
  • პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება
  • უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების მაღალი დონე

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • დისციპლინა
  • დეტალებზე ორიენტირება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ელფოსტაზე და. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek