უფროსი ტექნიკური ინჟინერი
14 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე!
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!
აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
- გასაუბრება HR სპეციალისტთან;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
- სტაჟირების ეტაპი ფილიალში.
ძირითადი კომპეტენციები
- ტექნიკური ან საინჟინრო განათლება (სასურველია);
- საწარმოო დანადგარების ტექნიკური მომსახურების ან შეკეთების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ელექტრომექანიკური სისტემებისა და საწარმოო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის პრაქტიკული გამოცდილება;
- ელექტროტექნიკის, მექანიკისა და საინჟინრო სისტემების საბაზისო ან სიღრმისეული ცოდნა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სქემების წაკითხვის უნარი;
- საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფილიალში არსებული საწარმოო დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
- საწარმოო მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება;
- ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა, მიზეზების იდენტიფიცირება და ოპერატიული აღმოფხვრა;
- გეგმური, პრევენციული და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- ელექტრო, მექანიკური, სავენტილაციო, გათბობა-გაგრილებისა და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულობის კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
- დანადგარების შეფერხებით გამოწვეული საწარმოო პროცესის გაჩერების რისკების მინიმიზაცია;
- ტექნიკური პრობლემების განმეორების მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზება;
- ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოება;
- სათადარიგო ნაწილების, საჭირო მასალებისა და ტექნიკური ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის მოთხოვნების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში გარე ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
- დანადგარების ექსპლუატაციის წესების, შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
- ფილიალის ხელმძღვანელობასთან ოპერატიული კომუნიკაცია ტექნიკური მდგომარეობის, გამოვლენილი რისკებისა და საჭირო სამუშაოების შესახებ.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი/საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
- ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
ჩვენ ასევე გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!