Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

QG6T490B 14 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

უფროსი ტექნიკური ინჟინერი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

14 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer

გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ძირითადი კომპეტენციები

  • ტექნიკური ან საინჟინრო განათლება (სასურველია);
  • საწარმოო დანადგარების ტექნიკური მომსახურების ან შეკეთების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ელექტრომექანიკური სისტემებისა და საწარმოო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ელექტროტექნიკის, მექანიკისა და საინჟინრო სისტემების საბაზისო ან სიღრმისეული ცოდნა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სქემების წაკითხვის უნარი;
  • საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ფილიალში არსებული საწარმოო დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საწარმოო მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება;
  • ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა, მიზეზების იდენტიფიცირება და ოპერატიული აღმოფხვრა;
  • გეგმური, პრევენციული და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • ელექტრო, მექანიკური, სავენტილაციო, გათბობა-გაგრილებისა და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულობის კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
  • დანადგარების შეფერხებით გამოწვეული საწარმოო პროცესის გაჩერების რისკების მინიმიზაცია;
  • ტექნიკური პრობლემების განმეორების მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზება;
  • ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოება;
  • სათადარიგო ნაწილების, საჭირო მასალებისა და ტექნიკური ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის მოთხოვნების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში გარე ტექნიკური მომსახურების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
  • დანადგარების ექსპლუატაციის წესების, შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
  • ფილიალის ხელმძღვანელობასთან ოპერატიული კომუნიკაცია ტექნიკური მდგომარეობის, გამოვლენილი რისკებისა და საჭირო სამუშაოების შესახებ.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი/საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz