8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QKYWWHS4 2 Eyl tarihinde yayınlandı 67 görüntüleme

ნიტე დეველოპმენტი

ნიტე დეველოპმენტი

კომერციული დირექტორი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

"Nite Development" არის დინამიკურად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროექტებს ბათუმის რეგიონში. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილია მიმდინარე პროექტზე — "Nite Residence" ჩაქვი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ რეალიზაციას და კომერციული საქმიანობის სტრატეგიულ მართვას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N29

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება.
  • გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის.
  • მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე.
  • კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
  • გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება.
  • პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული დირექტორის, გაყიდვების დირექტორის ან Head of Sales-ის პოზიციაზე;
  • გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
  • CRM სისტემების მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ, სამშენებლო ან მაღალი ღირებულების პროდუქტის გაყიდვებში;
  • უცხო ენების ინგლისური სავალდებულო ; რუსული და ივრითული (სასურველი) ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • სამუშაოს სწორი დელეგირებისდა კომერციული მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი;

ჩვენ გთავაზობთ:

კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც შედგება ფიქსირებული და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსური სისტემისგან.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ნიტე დეველოპმენტ"-ის (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნიტე დეველოპმენტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek