8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

QNQS2PA7 11 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

პროგრესის ამერიკული სკოლა

პროგრესის ამერიკული სკოლა

მასწავლებელი

Tiflis Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

"პროგრესის ამერიკული სკოლები" მოსამზადებელი ცენტრისთვის აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლების პოზიციებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ინგლისურენოვანი მათემატიკის
  • ინგლისური ენის სპეციალისტი
  • გერმანული ენის სპეციალისტი

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

სამუშაოს შესახებ:

საერთაშორისო მოსამზადებელი ცენტრი ემსახურება მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და საკუთარ საგანში კომპეტენტურ მასწავლებლებს, რომლებიც შეძლებენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას.

სამუშაო დატვირთვა:

  • სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 6-9 საათს;
  • დატვირთვა დამოკიდებული იქნება მასწავლებლის მიერ აყვანილი ჯგუფების რაოდენობაზე;
  • სამუშაო გრაფიკი და ჯგუფების განრიგი შეთანხმდება მასწავლებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი საგნის/მიმართულების საფუძვლიანი ცოდნა და კომპეტენცია;
  • მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის წარდგენა:

კანდიდატებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება:

  • ინგლისურენოვანი მათემატიკის მასწავლებელი
  • ინგლისური ენის მასწავლებელი
  • გერმანული ენის მასწავლებელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.

კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

არასრული ან დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო განაცხადები განხილვის გარეშე დარჩება.

შემოუერთდი პროგრესის ამერიკული სკოლების გუნდს და გახდი საერთაშორისო საგანმანათლებლო მიზნებისთვის მოსწავლეების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილი!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პროგრესის ამერიკული სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek