ედვერთაიზერი
კომპანია SlaySong-ი აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.
SlaySong არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 15 ქვეყანაში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრულ სარეკლამო არხებში რეკლამების გაშვება და მართვა (Meta Ads, Google Ads, TikTok Ads);
- რეკლამების მუდმივი ოპტიმიზაცია და შედეგების გაუმჯობესება (ROAS, CPA, CR);
- რეპორტინგი და ანალიზი: კამპანიების შეფასება, შედეგების დამუშავება, ინსაითების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;
- ახალი სარეკლამო არხებისა და ფორმატების ტესტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads, Google Ads და TikTok Ads პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel / Google Sheets-ის ცოდნა;
- AI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
სასურველი გამოცდილება:
- Shopify-ზე მუშაობის გამოცდილება;
- GA4-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
- E-commerce ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- DTC ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული და თანმიმდევრული მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ედვერთაიზერი.
"კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.