8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

R1M7Q6DZ 17 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

მედცენტრი

მედცენტრი

HVAC ინჟინერ-სპეციალისტი

Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ვენტილაცია-კონდიცირებისა და გათბობის სისტემების (HVAC) ინჟინერ-სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი

განყოფილება: ტექნიკური დეპარტამენტი სამუშაო გრაფიკი: სრული

პოზიციის მიზანი:

კლინიკის ინფრასტრუქტურაში მიკროკლიმატის (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) უწყვეტი, უსაფრთხო და სანიტარული ნორმების შესაბამისი მუშაობის უზრუნველყოფა; სისტემების გეგმიური მონიტორინგი, ავტომატიკისა და ელექტრონული მართვის პლატების შეკეთება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

HVAC და ჩილერების მართვა:

  • ცენტრალური გაგრილების სისტემების (ჩილერების), სპლიტ/მულტისპლიტ კონდიციონერებისა და ჰაერის დამუშავების დანადგარების (AHU) ყოველდღიური მონიტორინგი, გამართვა და ტექნიკური მომსახურება.
  • ვენტილაციის სისტემების ჰაერნაკადებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი კლინიკის სხვადასხვა ზონაში.

ელექტრონიკა და ავტომატიკა:

  • ვენტილაცია-კონდიცირებისა და გათბობის სისტემების ელექტრონული მართვის ბლოკების (პლატების) დიაგნოსტიკა.
  • დაზიანებული მართვის პლატების ადგილზე შეკეთება, კომპონენტების აღდგენა/ჩანაცვლება და სისტემის კალიბრაცია.

ფილტრაცია და ჰიგიენური ნორმები:

  • შიდა და გარე ჰაერის ფილტრების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.
  • ფილტრების დროული გაწმენდა, გეგმიური შეცვლა და ჰაერის სისუფთავის კონტროლი (კლინიკური სტანდარტების დაცვით).

საქვაბე მეურნეობა:

  • კლინიკის საქვაბის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
  • გათბობის სისტემების წნევის, ტემპერატურისა და ცირკულაციის ტუმბოების კონტროლი/სერვისი.

პროფილაქტიკა და რეაგირება:

  • გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების (PPM) გრაფიკის დაცვა და აღრიცხვა.
  • საავარიო შეფერხებების დროს ოპერატიული რეაგირება და პრობლემის დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და ცოდნა:

  • ტექნიკური ან პროფესიული განათლება ელექტრონიკის, ინჟინერიის, ან გათბობა-გაგრილების (HVAC) მიმართულებით.
  • ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის საფუძვლიანი ცოდნა (სქემების წაკითხვა, სარჩილავ ტექნიკასთან მუშაობა, პლატების შეკეთება).

გამოცდილება:

  • მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ჩილერების, AHU დანადგარებისა და ვენტილაციის სისტემების მომსახურებაში.
  • მართვის პლატებისა და ავტომატიკის შეკეთების რეალური გამოცდილება.
  • საქვაბე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველი უპირატესობა:

  • სამედიცინო დაწესებულებაში, ლაბორატორიაში ან მსგავსი მაღალი მოთხოვნის ობიექტზე მუშაობის გამოცდილება.
  • პიროვნული უნარები და კომპეტენციები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პრობლემის სწრაფი დიაგნოსტიკისა და გადაჭრის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17/10/2026

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მედცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek