8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

R294F2WC 27 Ağu tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

ზოდი

ზოდი

საწყობის დამხმარე

ზოდი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე.

"ზოდის" მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით — თბილისსა და ბათუმში.

კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი. ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიური ბონუსი + დაზღვევა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცენტრალური საწყობიდან მიღებული პროდუქციის ჩამოტვირთვა და ქალაქის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებსა და კლიენტებთან განაწილება;
  • პერიოდულობით, საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, საწყობში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ზოდი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek