გაყიდვების მენეჯერი
"Mirror Gallery" — სარკისა და შუშის პროდუქციისა და კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება;
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ურთიერთობების მართვა;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების გეგმისა და KPI-ების შესრულება;
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო, ინტერიერის ან მინის/სარკის ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ გუნდს;
სამუშაო ადგილი: თბილისი; ავჭალა. გელა ჭედიას ქუჩა #1
თუ ხართ შედეგზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ გაყიდვების მიმართულებით მზარდ კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject-ის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი"
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.