Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

R8GTR96J 11 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

სარკინიგზო გადაზიდვების კოორდინატორი

Marine Shipping and Forwarding

Marine Shipping and Forwarding

Görüşülür 9 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗

სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია “MSF” აცხადებს ვაკანსიას ““სარკინიგზო გადაზიდვების კოორდინატორი” პოზიციაზე,

MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებში. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ პროგრამებში მუშაობა, მათ შორის Cargo Railways და სხვა შესაბამის სისტემებში;
  • გადაზიდვის დავალებების ფორმირება და სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • SMGS ზედნადებების შექმნა და შესაბამისი მონაცემების სისტემაში ასახვა;
  • ვაგონების მოწოდებისა და სადგურიდან გამოტანის პროცესების კონტროლი;
  • ვაგონების გაგზავნისა და მიღების პროცესების მონიტორინგი;
  • ვაგონების დატვირთვისა და დაცლის პროცესების კონტროლი;
  • გემების შემოსვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
  • ფოთისა და ბათუმის პორტებთან, სარკინიგზო სადგურებსა და ტერმინალებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის შესაბამის დეპარტამენტებთან საქმიანი კომუნიკაცია;
  • საერთაშორისო გადაზიდვებზე ტარიფებისა და ფასების გაანგარიშება;
  • გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
  • დირექტორისთვის საჭირო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სარკინიგზო ან საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Cargo Railways-ისა და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოყენებული შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
  • SMGS ზედნადებთან და სარკინიგზო გადაზიდვის დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა;
  • ვაგონების მოძრაობის, მოწოდების, გაგზავნის, მიღების, დატვირთვისა და დაცლის პროცესების ცოდნა;
  • საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებისა და ფასების გაანგარიშების გამოცდილება;
  • პორტებთან, ტერმინალებთან, სადგურებთან და რკინიგზის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსლი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული კომპეტენციები

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინფორმაციის დროული დამუშავებისა და პროცესების კონტროლის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://msf.selfrecruit.ge/s/iYW11

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz