8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RJB3N9DQ 3 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

ლასარე

ლასარე

იმპორტის სატვირთო სპეციალისტი

ლასარე Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას იმპორტის სატვირთო სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს - 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით. მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:

  • უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს;
  • სატრანსპორტო მომსახურებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქციები:

  • საბაჟო ელექტრონულ სისტემაში ჩამოსული ტვირთების ზუსტი და ოპერატიული აღრიცხვა.
  • სატვირთო დოკუმენტაციის გაცემა ტვირთის მიმღებ ორგანიზაციებზე ან ფიზიკურ პირებზე, მინდობილობის ან/და რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე.
  • დეკლარაციის დოკუმენტის მიღების შემდგომ ტვირთის გასაცემად საჭირო ყველა პროცედურის უზრუნველყოფა.
  • ტერმინალიდან გასაცემი ტვირთის დოკუმენტაციის სრული სიზუსტით კომპლექტირება და სისტემური ასახვა სპეციალიზებულ საოპერაციო პროგრამაში (CWM-ში).

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 ან/და C1);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სატვირთო ტერმინალში, იმპორტის ოპერაციების, საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაქსიმალური სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა (დოკუმენტების კომპლექტაციისას).
  • ეფექტური ვერბალური და სატელეფონო კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა.
  • ცვლებსა და გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლასარე
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek