8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RP000SQK 21 Eyl tarihinde yayınlandı 17 görüntüleme

Onex Georgia

Onex Georgia

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

Onex Georgia Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

"ONEX GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

პოზიციის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს მომხმარებელს ყველა შესაბამისი საკითხის მოგვარებაში. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა შეკითხვების და მოთხოვნებზე ეფექტური და დროული პასუხების გაცემა ზარის, ელექტრონული ფოსტის და ჩატის მეშვეობით
  • მომხმარებელთა პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
  • თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • პრობლემების გადაჭრის და კომუნიკაციის უნარები
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამები)
  • ქართული და ინგლისურის ცოდნა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა- სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • ფიქსირებული ანაზღაურებას + ბონუსი
  • Fitpass
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Onex Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek