8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RS4YB4H0 14 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

ყავის ლაბორატორია

ყავის ლაბორატორია

მიმტანი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

"Coffee LAB — ყავის ლაბორატორია" არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს. დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია. Coffee LAB აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების შეკვეთის მიღება და სერვისის განხორციელება კომპანიაში განსაზღვრული სერვისის სტანდარტების მიხედვით;
  • სამზარეულოს და ბარის მენიუს, ყავის მარცვლის და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება.
  • სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებისა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • სტუმრის მხრიდან კომენტარის გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
  • სტუმრებისთვის ჩვენთან სტუმრობის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

საჭირო უნარები და ცოდნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე; სამუშაო გრაფიკი: 08:30-15:45; 14:45-22:00 სამუშაო ადგილი: თბილისი - ყაზბეგის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი ან ლისის ტბა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ყავის ლაბორატორია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek