8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RWVN01Y4 8 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

პლანეტარიუმი

პლანეტარიუმი

კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 8 Eki tarihine kadar başvurun

"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. 82 დასაქმების ტიპი: სრული;
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 11:00-20:00
  • ანაზღაურება: 1200 ლარი

ვის ვეძებთ?

"პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში.

მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა;
  • პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
  • გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
  • მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა.

გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი 2026 წელი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პლანეტარიუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek