ინგლისური ენის მასწავლებელი
"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს, როგორც ონლაინ, ისე სასწავლო ცენტრის ფილიალებში სამუშაოდ, სხვადასხვა მიმართულებით:
- სკოლის მოსწავლეების მომზადება;
- აბიტურიენტების მომზადება;
- ზრდასრულებისთვის სასაუბრო ინგლისურის სწავლება;
- დასაქმებულებისთვის Business English;
- საერთაშორისო გამოცდებისთვის — TOEFL/IELTS — მომზადება.
მინიმალური სახელშეკრულებო ვადა — 9 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი;
- ინგლისური ენის სწავლების შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია;
- თანამედროვე, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენების უნარი;
- მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
- როგორც ინდივიდუალურ მოსწავლეებთან, ისე ჯგუფებთან მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- სასწავლო პროცესის მუდმივი გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების სურვილი
მოვალეობები:
- სასწავლო ცენტრის ვიდეოგადაღებებში მონაწილეობა;
- სასწავლო ცენტრის ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას როგორც ონლაინ, ისე ფილიალებში;
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას საათობრივი ან ფიქსირებული შეთანხმების საფუძველზე.
თუ გიყვართ სწავლება, გსურთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება და მზად ხართ, იყოთ ჩვენი გუნდის აქტიური წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
"Study Hub" — განათლება, რომელიც შედეგს ქმნის.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.