Check-up-ისა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი მენეჯერი
19 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას Check-up-ისა და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხართ ორგანიზებული, ყურადღებიანი და გსურთ პროფესიული განვითარება მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების სფეროში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების რეგისტრაცია შიდა პროგრამაში და შესაბამისი სერვისებისა და პაკეტების დამატება;
- პაციენტების ასისტირება და მათი ვიზიტების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- კვლევებსა და კონსულტაციებზე თავისუფალი დროების მოძიება, ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ექიმებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია მომსახურების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
- პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება;
- მომსახურების მაღალი სტანდარტისა და პაციენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–17:00;
- დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
- სამუშაო ადგილი: „თოდუას კლინიკის“ სამივე ფილიალი, როტაციული სამუშაო განრიგის შესაბამისად.
ბენეფიტები
- Todua Cares – უფასო სამედიცინო მომსახურება;
- Fitpass – სპორტულ და გამაჯანსაღებელ აქტივობებზე წვდომა;
- ფინანსური დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში (ქორწინება, შვილის დაბადება);
- სადღესასწაულო ფინანსური ვაუჩერები წელიწადში ორჯერ.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/keA6I1O