İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

S4271G2Z 5 Kas tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

Bizarre Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
₾3000 / ay olağana göre +56% · olağan 1,917 ₾ · 33 ilan 3 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმო Bizarre , აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან, როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები. კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას შეგასწავლოთ ახალი სფერო, შეიქმნათ წარმატებული კარიერა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი ანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში 3000 ლარი ( NET) + ბონუსი, გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში ანაზღაურება განიხილება იდივიდუალურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საბაზისო ცოდნა ტექნიკური/მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;
  • მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);
  • ფერთა ტონალობების, ინტენსივობისა და მცირე ვიზუალური განსხვავებების მარტივად გარჩევის შესაძლებლობა;
  • უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო დანადგარებთან (CNC, შესაფუთი, საჭრელი, საბეჭდი და სხვა) მუშაობის გამოცდილება ან მათი ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა;
  • საბაზისო ცოდნა უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება;
  • მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება;
  • მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა;
  • ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის რეგულარული მოვლა;
  • ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;

პიროვნული უნარები

  • ტექნიკური აზროვნება;
  • ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი;
  • ტექნიკური ინსტრუქციების სწორად გაგების და შესრულების უნარი;
  • პუნქტუალურობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz