სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
"Dro Fresh Bar" არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.
ვეძებთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს.
განიხილებიან მხოლოდ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კადრები.
ფუნქცია მოვალეობები
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- პირველადი და გეგმური სურსათის უვნებლობის აუდიტის ჩატარება;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთხეების შეფასება და კონტროლი;
- შენახვის პირობების, ვარგისიანობის ვადების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის სისწორის გადამოწმება;
- კომპანიაში სურსათის უვნებლობის წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა;
- პროდუქციის ეტიკეტირებისა და ანოტაციების მოქმედ კანონმდებლობასთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიაში შესაბამისი დეპარტამენტებისთვის, საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევა სურსათის უვნებლობის საკითხებში.
აუცილებელი მოთხოვნები
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ნებისმიერი ტიპის სასურსათო წარმოებაში;
- ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
- საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების -#301, #173 დადგენილებისა და HACCP-ის კოდექსის ცოდნა;
- სურსათის ეტიკეტირების საქართველოს ტექნიკური რეგლამენტისა და პროდუქტის შემადგენლობის (ალერგენები, E- კოდები) ზუსტი ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე.
სათაურში მიუთითეთ: "სურსათის უვნებლობის სპეციალისტი".