მზრუნველი/ძიძა
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
საბავშვო ბაღი "პინიკონი" ეძებს თბილ, ენერგიულ და ყურადღებიან თანამშრომელს 2-3 ჯგუფში მზრუნველის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 13:00 (ან 14:00) - 19:00 სთ
ძირითადი მოვალეობები
- პატარების უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა
- დღის მეორე ნახევრის რეჟიმის წარმართვაში მონაწილეობა (ძილიდან გაღვიძება, კვება, ჰიგიენა)
- აღმზრდელის მხარდაჭერა ასაკობრივი თამაშების, ეზოში გასეირნებისა და განმავითარებელი აქტივობების დროს
მოთხოვნები
- პატარებთან მუშაობის ან მოვლის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
- ბავშვებთან უშუალო, თბილი კომუნიკაციის უნარი
- მშვიდი, მომთმენი და მზრუნველი მიდგომა
პირობები:
ანაზღაურება: 600 ლარიდან მისამართი: დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის 13
საკონტაქტო ინფორმაცია: 598 70 15 19