ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერი
ფარმაცვეტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა. სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება და შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წლის სტაჟით.
- საოფისე პროგრამა excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა C1 დონეზე; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი, ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემის უნარი; ფუნქცია-მოვალეობები: ** პორტფელში არსებული მომწოდებლების ფარმაცევტული პროდუქტის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდვების სწორი დაგეგმვა დაორგანიზების მიზნით; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება, შეკვეთის განთავსება და მონიტორინგი; ** შესყიდვების სრული ლოჯისტიკური ციკლის მართვა ** პროგრამული შესყიდვების ოპერაციების განხორციელება, სერიების და ვადების მონიტორინგი; ** კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ფასების ანალიზი და განსაზღვრა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას არ განიხილოს კანდიდატების რეზიუმე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.