Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

SMSZKRTC 16 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

შემოსავლების მართვის მენეჯერი

Buknari Hotel Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Görüşülür Oturum açın ve başvurun

16 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun

პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი "Buknari Hotel" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 103 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზსს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.

ვეძებთ გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგზე ორიენტირებულ შემოსავლების მართვის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს შემოსავლების მართვის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ფასების პოლიტიკის ოპტიმიზაციასა და შემოსავლების ზრდაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც კარგად ესმის სასტუმრო ინდუსტრიის კომერციული პროცესები, შეუძლია მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ბაზრის დინამიკის ეფექტიანად გამოყენება ბიზნეს შედეგების გასაუმჯობესებლად.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს შემოსავლების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ნომრების ფასების დინამიკური მართვა მოთხოვნის, სეზონურობისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით;
  • შემოსავლების ძირითადი მაჩვენებლების : ADR, RevPAR, Occupancy მონიტორინგი და ანალიზი;
  • მოთხოვნის პროგნოზირება და შემოსავლების გეგმების მომზადება;
  • გაყიდვების არხების (OTA, Direct Booking, Corporate, Groups) ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • კონკურენტული ბაზრისა და ფასების რეგულარული მონიტორინგი;
  • სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობის, ფასებისა და გაყიდვების შეზღუდვების მართვა;
  • გაყიდვების, მარკეტინგისა და რეზერვაციების გუნდებთან თანამშრომლობა შემოსავლების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და ფაქტობრივი შედეგების პროგნოზებთან შედარება;
  • შემოსავლების ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • პერიოდული ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასტუმრო ინდუსტრიაში Revenue Management-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროს ფასების მართვის, მოთხოვნის პროგნოზირებისა და შემოსავლების ოპტიმიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
  • Opera PMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • ADR, RevPAR, Occupancy და სხვა კომერციული KPI-ების ანალიზის გამოცდილება;
  • OTA პლატფორმებთან, PMS, Channel Manager ან Revenue Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და შედეგების მართვის უნარი.

რას გთავაზობთ

  • სასტუმროს კომერციული სტრატეგიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთაღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz