ბუღალტერი
"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი სრული
დასაქმების ვადა შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის ნოემბრიდან ერთი წლის ვადით, რომელიც მოიცავს სამთვიან გამოსაცდელ პერიოდს.
ხელშეკრულება შესაძლოა გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოს დამაკმაყოფილებლად შესრულებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ჩვენ შესახებ
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური ინიციატივა — გაეროს გლობალური შეთანხმება (UNGC) მოუწოდებს კომპანიებს, თავიანთი საქმიანობა და სტრატეგიები ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში ჩამოყალიბებულ ათ პრინციპს შეუსაბამონ.
გაეროს გლობალური შეთანხმების მიზანია, დააჩქაროს და გააფართოოს ბიზნესის გლობალური კოლექტიური გავლენა. ამისთვის, იგი ხელს უწყობს აღნიშნული ათი პრინციპის დაცვას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ანგარიშვალდებული კომპანიებისა და ცვლილებების ხელშემწყობი ეკოსისტემების მეშვეობით. 25 000-ზე მეტი მონაწილე კომპანიით, 5 რეგიონული ჰაბითა და 167 ქვეყანაში მოქმედი 68 ქსელით, გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში - ერთიანი გლობალური შეთანხმება, რომელიც ბიზნესს უკეთესი სამყაროს ასაშენებლად აერთიანებს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) მხარს უჭერს ბიზნესს პასუხისმგებლობიანი საქმიანობის წარმართვაში. მისი საქმიანობა ეფუძნება გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს და მიზნად ისახავს ბიზნესის წახალისებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ეძებს ბუღალტერს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციის გუნდს.
სამუშაო აღწერილობა:
- ორგანიზაციის ფინანსური ოპერაციების დროული და ზუსტი ასახვა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და ორგანიზაციის სააღრიცხვო წესების დაცვით;
- საგადასახადო დეკლარაციებისა და საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული მონაცემების მომზადება და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;
- გადახდის განხორციელებამდე შესაბამისი დოკუმენტაციის სისრულის, სისწორისა და სათანადო დადასტურების შემოწმება ორგანიზაციის ფინანსური სახელმძღვანელოს შესაბამისად; საგადახდო დავალებების მომზადება და გადარიცხვების განხორციელება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- კვარტალური და წლიური საბუღალტრო ბალანსის შედგენა ფინანსური მენეჯერის მხარდაჭერით და სხვა ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო საბუღალტრო მონაცემების მიწოდება;
- გეგმიური და არაგეგმიური აუდიტისთვის საჭირო საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება, აუდიტორებისთვის მიწოდება და შესაბამის საკითხებზე განმარტებების წარდგენა; უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნებზე ინფორმაციის მომზადება ფინანსურ მენეჯერთან კოორდინაციით;
- თანამშრომელთა სახელფასო უწყისებისა და სამივლინებო ანგარიშსწორების დოკუმენტაციის მომზადება; შრომის ანაზღაურების, შესაბამისი გადასახადების, საპენსიო შენატანებისა და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და მათი გადახდის უზრუნველყოფა ორგანიზაციაში დადგენილი წესით;
- ორგანიზაციის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ვალდებულებების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა; საბანკო ამონაწერებისა და საბუღალტრო ჩანაწერების რეგულარული შეჯერება, შესაბამისი ნაშთების სისწორის შემოწმება და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ფინანსური მენეჯერის დროული ინფორმირება;
- მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმება და დამუშავება; დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და ელექტრონული და მატერიალური არქივის წარმოება ორგანიზაციაში დადგენილი წესით, დოკუმენტების სისრულის, ხელმისაწვდომობისა და კონფიდენციალურობის დაცვით;
- საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- სამუშაო გამოცდილება: საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პროფესიული ცოდნა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ორგანიზაციის საქმიანობისთვის შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვის წესების პრაქტიკული ცოდნა და გამოყენების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ელექტრონული სისტემების ცოდნა: Microsoft Excel-ის სრულყოფილი ცოდნა; საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე (RS.ge) და საპენსიო ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.
ორგანიზაციაში მოქმედი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, დამატებით 48 პერსონალური საათი წელიწადის განმავლობაში;
- თვის განმავლობაში ორი ონლაინ სამუშაო დღე;
- სატელეფონო კომუნიკაციის პაკეტი.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, ელფოსტაზე გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- ინგლისურ ენაზე მომზადებული CV, ორი რეკომენდატორის მითითებით;
- ინგლისურ ენაზე მომზადებული სამოტივაციო წერილი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ნოემბერი, 18:00 სთ.
გთხოვთ, წერილის დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დაცვა და თანაბარი მოპყრობა
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველო
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.