Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

T489RNYT 8 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

ტექნიკოსი

Tiflis Tam zamanlı Diğer Teknisyen
Görüşülür 27 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

სპორტული დარბაზების ქსელი „რეფორმა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ზუმბა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებითა და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით. ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

სპორტული დარბაზების ქსელი ,,რეფორმა“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი; რეფორმას ფილიალები სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული (შაბათ-კვირა დასვენება)

ფუნქცია-მოვალეობები

  • სპორტ დარბაზის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სპორტ დარბაზში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებზე დროული რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა;
  • სპორტული დარბაზის მუდმივი მონიტორინგი;
  • ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის და საკუთარი ავტომობილის ფლობა.

უნარები

  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: „ტექნიკოსი“.

სპორტ დარბაზი „რეფორმა“, მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz