8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

T534BXE1 1 Eyl tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

ასორტი

ასორტი

გაყიდვების ოპერატორი

ასორტი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე. ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • საცალო გაყიდვების დაგეგმარება, გეგმის შესრულება, გამოწვევებზე დროული რეაგირება. გამოწვევების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • VIP საცალო მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის მიღების, დამუშავების და მიწოდების პროცესის მაღალი ეფექტიანობით განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საცალო გაყიდვების პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

  • ოპერატიულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე, წერილის თემის გრაფაში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ასორტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek