შესყიდვების მენეჯერი
კომპანია "ჯიარჯი" 2013 წელს დაფუძნებული და წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მათთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზებულ, დინამიურად მზარდ კომპანიას.
დღეს "ჯიარჯი" წარმატებით ახორციელებს პროექტებს აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საგზაო ტექნიკა და სრულად დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემები.
კომპანია "ჯიარჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტების საჭიროებების შესაბამისად;
- სამშენებლო მასალების, საწვავის, ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების მოძიება, შეფასება და შეძენა საუკეთესო ფინანსურ და ხარისხობრივ პირობებში;
- ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
- ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
- მიმწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
- შეყიდული პროდუქციის სატრანსპორტო გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და მარშრუტების მონიტორინგი;
- შესყიდვების პროცესის სრული ადმინისტრირება;
- კლიენტების დებიტორული დავალიანების მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
- პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და ლოგისტიკის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებული ურთიერთობა;
- მიმდინარე სამუშაოების შესახებ პერიპდული ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტრანსპორტის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯიარჯი"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ ვებსაიტი: https://grgroup.ge
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.