გაყიდვების მენეჯერი ლოგისტიკის მიმართულებით
შპს "პრაიდექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლოგისტიკის მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:30-18:00
- დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სპეციალობა/სპეციალიზაცია: გაყიდვები, გაყიდვების მენეჯმენტი;
- ინდუსტრია/სფერო: ტრანსპორტი, ლოგისტიკა;
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
- უცხო ენა: ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და პოტენციური კლიენტების ბაზის დამუშავება;
- არსებული კლიენტების კოორდინაცია და მხარდაჭერა;
- კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძიება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- კომპანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების შეთავაზება პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.