9.325 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

TN1KZEDQ 28 Eki tarihinde yayınlandı 11 görüntüleme

ხარისხის სისტემების და GDP შესაბამისობის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 29 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას სთავაზობს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სისტემების და GDP შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) შემუშავება და განახლება;
  • ხარისხის დოკუმენტაციისა და პროცესების კანონმდებლობასთან და GDP სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ხარისხის რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • შეუსაბამობების აღრიცხვა და CAPA ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
  • ცვლილებათა კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
  • შიდა აუდიტების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების დოკუმენტირება;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებული თანამშრომელთა სწავლების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • მომწოდებლების შეფასებისა და გარე აუდიტების პროცესებში მონაწილეობა;
  • ვალიდაციისა და კვალიფიკაციის პროცესების დოკუმენტაციის კონტროლი და მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
  • GDP სტანდარტების ცოდნა დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით;
  • შესაბამის პოზიციაზე (ფარმაცევტული საწყობი, აფთიაქი, დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
  • ანალიტიკური აზროვნება და რისკების შეფასების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • თანამშრომლის საპენსიო შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის 1 წლის ვადით.

თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz