Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

TPA05JZX 17 Kas tarihinde yayınlandı 12 görüntüleme

მასწავლებლის ასისტენტი/სტაჟიორი

₾400 / ay Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

Eğitim · ilanda

"Academy Georgia" წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ნაწილს, რომელიც სპეციალიზებულია 4-14 წლის ბავშვებში შემეცნებითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე.

თბილისში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, Academy Georgia აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტისა და სტაჟიორის პოზიციებზე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან მუშაობა და სურთ პედაგოგიური უნარების განვითარება საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში.

"Academy"-ის სასწავლო მეთოდოლოგიის წინასწარი ცოდნა არ არის აუცილებელი, რადგან შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას.

პოზიცია: მასწავლებლის ასისტენტი/სტაჟიორი არაფორმალური განათლების მიმართულებით

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი/სტაჟირება

სამუშაო გრაფიკი და ყოველთვიური ანაზღაურება

  • კვირაში 3 დღე, 14:00-18:00 — 400 ლარი თვეში
  • კვირაში 4 დღე, 14:00-18:00 — 500 ლარი თვეში
  • კვირაში 5 დღე, 14:00-18:00 — 600 ლარი თვეში
  • კარიერული განვითარება: პროფესიული ზრდისა და მასწავლებლის პოზიციაზე დაწინაურების შესაძლებლობა

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

  • უნივერსიტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
  • განათლების სფეროსა და ბავშვებთან მუშაობის ინტერესი
  • კარგი კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოთმინება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა
  • ახალი სასწავლო მეთოდოლოგიების ათვისების სურვილი
  • სწავლების ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო
  • ინგლისური ენის ცოდნა: საშუალო დონე (B1 ან უფრო მაღალი)

რას გთავაზობთ

  • პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების მიღებას საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში
  • გამოცდილ მასწავლებლებთან მუშაობისა და მათგან სწავლის შესაძლებლობას
  • მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობებს
  • კარიერული წინსვლისა და სამომავლოდ მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის მზარდი გუნდის წევრობის შესაძლებლობას

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: Assistant Teacher/Teacher Intern - Tbilisi

შემოუერთდით "Academy Georgia"-ს გუნდს!

გახდით იმ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ინოვაციური განათლების საშუალებით ბავშვებში თავდაჯერებულობის, კონცენტრაციისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz