სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
სამშენებლო-საგზაო კომპანია შპს "არალი" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის კუთვნილი და დაქირავებული სპეცტექნიკის (ექსკავატორები, ბულდოზერები, გრეიდერები, სატკეპნები, თვითმცლელები და სხვ.) ობიექტებზე დროული მისვლისა და გამოსვლის (გრაფიკის) მკაცრი კონტროლი;
- სპეცტექნიკის ობიექტებს შორის გადაადგილების (ტრალით გადაზიდვის) ოპერატიული დაგეგმვა და კოორდინაცია
- ტექნიკის ყოველდღიური განაწილება სამუშაოთა მწარმოებლების („ზედამხედველის“) მოთხოვნების შესაბამისად
- GPS მონიტორინგის სისტემით ტექნიკის გადაადგილების, მუშაობის საათებისა და გაჩერებების კონტროლი
- მძღოლების შესრულებული სამუშაო საათებისა და რეისების ზუსტი აღრიცხვა
- საწვავის ხარჯვის მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა
- ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში მექანიკოსებთან და შესაბამის ჯგუფთან ოპერატიული კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- GPS მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამსახურს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე.