9.644 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

TPZJWA3F 23 Eki tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

ფინანსური ანალიტიკოსი

EBIT Group Dış ilan
Oturum açın ve başvurun
₾3000–3500 / ay 2 Kas tarihine kadar başvurun

ჰოლდინგური კომპანია ებიტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ებიტ ჯგუფი არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით ().

ჩვენ უზრუნველყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.

ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

ფუნქცია მოვალეობები:

  • კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ფინანსური ინდიკატორების შემუშავება და კონტროლი
  • კლიენტი კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ფინანსური მოდელების მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის
  • კლიენტი კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
  • კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
  • ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • კლიენტ-კომპანიებში რეპორტების პრეზენტაცია და რეკომენდაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • ფინანსური ანალიზის, ფინანსური მენეჯმენტის (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით 3 წლის სამუშაო გამოცდილება
  • პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • განვითარებული მათემატიკური უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • განვითარებაზე ორიენტაცია

პირობები:

  • ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად)
  • სამუშაო გრაფიკი: საოფისე
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი

რას გთავაზობთ:

  • გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში: სხვადასხვა ინდუსტრიის ფინანსებთან მუშაობა უნიკალურ გამოცდილებას, რასაც სხვაგან წლები დასჭირდებოდა.
  • პროფესიული ზრდა: IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის და კომპანიის სხვა კურსების გავლას
  • კარიერული ტრანსფორმაცია: ანალიტიკოსიდან გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერამდე სწრაფ ზრდას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ, მოგვმართოთ.

ამ ვაკანსიაზე რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz