8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

TRJ2N2A5 27 Ağu tarihinde yayınlandı 71 görüntüleme

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

სკოლის დაწყებითის მასწავლებელი

Uzaktan Tam zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
  • უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • წერილობითი დავალება (ესე/ქეისის ანალიზი), რომელსაც კანდიდატი მიიღებს წერილობით, www.pedagogi.ge-ზე მითითებულ პირად ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამის ინსტრუქციასთან და შეფასების კრიტერიუმებთან ერთად და მიეცემა გონივრული ვადა შესასრულებლად.
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფომის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

  • პირადობის მოწმობა;
  • რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული CV გამოგვიგზავნოთ სკოლის მეილზე);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დამატებით, სერთიფიკატი/სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე;
  • სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის შერჩევის წესი:

კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:

  • პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
  • პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დაწყებითის მასწავლებელი).

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek