8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

TS3K6SD0 3 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

სასტუმრო Hilton Batumi

სასტუმრო Hilton Batumi

მიღება-განთავსების აგენტი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე.

ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

უნარები:

  • სტუმართმოყვარეობა;
  • თავაზიანობა;
  • ინგლისური და ქართული ენების გამართულ დონეზე ცოდნა, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • PMS პროგრამა "Opera"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
  • ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
  • განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წახალისებებსა და ჯილდოებს;
  • GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
  • ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
  • 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
  • 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.

დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სასტუმრო Hilton Batumi
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek