Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

TV2NAEQX 11 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

გაყიდვების ადმინისტრატორი/კოორდინატორი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი

Görüşülür 15 Kas tarihine kadar başvurun
Orijinal ilana devam edin ↗

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ შერჩევის განყოფილება ეძებს თანამშრომელს გაყიდვების ადმინისტრატორის/კოორდინატორის პოზიციაზე.

დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.

სამუშაოს აღწერა

  • გაყიდვების გუნდის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა
  • კლიენტებთან იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
  • შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის მართვა და შეხვედრებისთვის საჭირო მასალების მომზადება
  • კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება/ადმინისტრირება
  • ინვოისების, ანგარიშებისა და გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • კლიენტების ბაზის განახლება, მონაცემების შეტანა და ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაციის კოორდინაცია
  • გაყიდვების პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭირო სტატუსების განახლება
  • შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მიმდინარე დავალებების შესრულების მხარდაჭერა
  • კომპანიის მომსახურებების/პროდუქტების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • გაყიდვების ლიდების მოძიება და მომზადება

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კოორდინატორის ან გაყიდვების მხარდაჭერის პოზიცია
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სრულყოფილი ცოდნის დონე); სასურველია ინგლისური ენა
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის, მონაცემების დამუშავებისა და ლიდების მომზადების გამოცდილება
  • მოტივირებული
  • შედეგზე ორიენტირებული
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • შეფასების და ანალიზის უნარი
  • შრომისმოყვარე

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz