← Tüm iş ilanları

TVW5NV9M 17 Kas tarihinde yayınlandı 9 görüntüleme

სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორი / ცხელი ხაზი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Görüşülür Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun

„ბაქსვუდის სკოლა - თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორის (ცხელი ხაზი) პოზიციაზე გელოვანის კამპუსში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები

  • პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
  • მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვის და განვითარების მენეჯერთან

კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს. კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განათლება

  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც).

სამუშაო გამოცდილება

  • მომსახურების სფეროში ან საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები

  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა;
  • სატელეფონო კომუნიკაციისა სტანდარტის ცოდნა (ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, აქტიური მოსმენა);
  • ინფორმაციის სწრაფი დამუშავებისა და ადრესატამდე (სკოლის შესაბამის დეპარტამენტამდე) ზუსტად გადამისამართების უნარი;
  • ციფრული წიგნიერება: ტელეფონიის სისტემებთან, ბაზებთან, საოფისე პროგრამებსა და ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სკოლის სტრუქტურის, სასწავლო პროგრამების, მიღების პროცედურებისა და შიდა რეგულაციების მოკლე დროში საფუძვლიანად შესწავლის უნარი;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდებისა და პოტენციური მშობლების ინტერესების იდენტიფიცირების კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები და უნარები

  • მაღალი ემპათია, კეთილგანწყობა, თავაზიანობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • ემოციური მდგრადობა, მოთმინება და მშობლებთან კონსტრუქციული საუბრის წარმართვის უნარი;
  • სტრესულ პირობებში და მაღალი დატვირთვის რეჟიმში სწრაფი, ორიენტირებული და ეფექტიანი მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და აზრის ნათლად, გასაგებად და მოკლედ ჩამოყალიბების უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა (მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი ასახვა);
  • გუნდურობა და სკოლის ყველა დეპარტამენტთან ოპერატიული, პოზიტიური თანამშრომლობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა

  • 09:15 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ

  • სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას

ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორი (ცხელი ხაზი)

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz