8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

V0NHKEPW 5 Eyl tarihinde yayınlandı 101 görüntüleme

Oxbridge Academy

Oxbridge Academy

ინგლისური ენის მასწავლებელი - ადგილობრივი და Native Speaker

Oxbridge Academy Dış ilan
Tiflis Yarı zamanlı Eğitim
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 6 Eki tarihine kadar başvurun

"Oxbridge Academy" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე (ადგილობრივი და Native Speaker სპეციალისტებისთვის)

"Oxbridge Academy" არის თანამედროვე, ინოვაციური და მაღალი აკადემიური სტანდარტების ინგლისური ენის ცენტრი. ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლებას თანამედროვე, ინოვაციური და სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეფექტურ, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

შერჩევის პრინციპი: კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალურად, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით-სადაც თითოეული კურსისთვის შეირჩევიან შესაბამისი პროფილისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (Full-time / Part-time)
  • ფორმატი: აუდიტორიული (Offline) / ონლაინ (Online)
  • დაწყების თარიღი: 2026 წლის სექტემბერი
  • მისამართი: თბილისი, ტარიელის ქუჩა N1

სასწავლო მიმართულებები და კურსები:

  • აკადემიური გამოცდები (საქართველო): ერთიანი ეროვნული გამოცდა (აბიტურიენტები); საერთო სამაგისტრო / სადოქტორო გამოცდები (სერტუსი); მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა.
  • საერთაშორისო გამოცდები: CAMBRIDGE: FCE (B2), CAE (C1), CPE (C2), Linguaskill Business; IELTS: Academic, General Training, UKVI; TOEFL: TOEFL iBT.
  • პროფესიული და ზოგადი ინგლისური: General English (ყველა დონე); Business English; ინდივიდუალური/სპეციალიზებული კურსები.
  • კორპორატიული ტრენინგები: კომპანიებზე მორგებული პროფესიული ენობრივი პროგრამები.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი მიმართულების/კურსის მიხედვით მაღალი ხარისხის, ინტერაქციული და სტუდენტზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
  • თანამედროვე, კომუნიკაციური სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენება;
  • სტუდენტთა პროგრესის სისტემატური მონიტორინგი, შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის (feedback) მიწოდება;
  • პოზიტიური, უსაფრთხო და მოტივაციის მომცემი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ცენტრის აკადემიური გუნდის შეხვედრებსა და აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ინგლისური ფილოლოგია, განათლების მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულები-ბაკალავრი/მაგისტრი);
  • ინგლისური ენის ფლობა C1/C2 დონეზე, (Native or Near-Native proficiency);
  • სასურველია 2-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო სერტიფიცირებას: CELTA, DELTA, TEFL, TESOL, TKT; ან შესაბამის საერთაშორისო კვალიფიკაციას;
  • საგამოცდო ფორმატების სიღრმისეული ცოდნა (საგამოცდო მიმართულების პედაგოგებისთვის).

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • დახვეწილი კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარი;
  • პროფესიული პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • კრეატიული და ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში;
  • პოზიტიური, ენერგიული და კოლეგიალური დამოკიდებულება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მაღალკონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
  • თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ, აკადემიურ გუნდთან ერთად და სტაბილურ თანამშრომლობას.

შერჩევის ეტაპები:

1. I ეტაპი: CV-ისა და სამოტივაციო წერილის გადარჩევა; 2. II ეტაპი: გასაუბრება (პირისპირ / ონლაინ); 3. III ეტაპი: საჩვენებელი გაკვეთილი (Demo Lesson) ან პრაქტიკული დავალება.

განაცხადის გამოგზავნის წესი:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე. Subject: English Language Teacher- -Oxbridge Academy - [თქვენი სახელი და გვარი].

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ (shortlisted) კანდიდატებთან.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Oxbridge Academy
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek