გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი
13 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
"VESTEL GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტისა და მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილმდებარეობა (ფილიალები)
- თბილისი: გლდანი; წერეთელი (ჰიპერმარკეტი "გორგია")
- ბათუმი: ჰიპერმარკეტი "გორგია"; ი. ჭავჭავაძის ქ. N21
სამუშაო პირობები
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი (6 სამუშაო დღე, ცვლადი გრაფიკით);
- თანამშრომლობის ფორმა: გრძელვადიანი ან დროებითი თანამშრომლობა (მხარეთა შეთანხმებით);
- შერჩევის ფორმა: გასაუბრება.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციური შესაძლებლობებისა და საგარანტიო პირობების გაცნობა;
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანად წარმართვა და გეგმების შესრულებაში მონაწილეობა; (საბონუსე სისტემა გეგმაზეა აწყობილი)
- სალარო ოპერაციების წარმოება დადგენილი პროცედურების შესაბამისად; (მოლარის პოზიციაზე)
- პროდუქციის სწორად განთავსება, ფასმაჩვენებლებისა და მიმდინარე აქციების კონტროლი;
- სავაჭრო სივრცის მოწესრიგება;
- სასაქონლო მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სალარო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საერთაშორისო კორპორაციაში პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ შიდა ტრენინგებს;
- კარიერული წინსვლის რეალურ პერსპექტივას Mataraci Goup_ში;
- თანამშრომლებზე მორგებულ სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის პროდუქციაზე;
- სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს.
კომპანიის შესახებ:
VESTEL საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით. შპს "მატექს ჯორჯია" წარმოადგენს ბრენდს საქართველოს ბაზარზე და ხელმძღვანელობს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) კომპანიის HR დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე ან შეავსოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა. https://maqma.ge/career
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ სასურველი ქალაქი და ფილიალი:
"გაყიდვების კონსულტანტი / მოლარე-კონსულტანტი — თბილისი (გლდანი / წერეთელი)" "გაყიდვების კონსულტანტი / მოლარე-კონსულტანტი — ბათუმი (გორგია / ჭავჭავაძე)"
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
სასწრაფო შერჩევიდან გამომდინარე, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების მიღებისთანავე. რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. მონაცემები კონფიდენციალურია და არ გადაეცემა მესამე პირებს კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.