8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VBTCM2WY 3 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

GMT Pharma

GMT Pharma

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

GMT Pharma Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 4 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ჯიემთი ფარმა" წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას.

შპს "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული

რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • იდეების განხორციელების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • საერთაშორისო მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა;
  • პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით;
  • საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერტიფიკატები და სხვა);
  • ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
  • ბაზრის ყოველთვიური მონიტორინგი და ფასების შედარებითი ანალიზი კონკურენტულ გარემოში;
  • პერიოდული ანგარიშგებების მომზადება შესყიდვებისა და დანახარჯების შესახებ;
  • შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი, გაყიდვები) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?

  • უმაღლესი განათლება;
  • შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა (წერილობითი და ზეპირი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ტელ.

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
GMT Pharma
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek