მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის თანამდებობაზე საკუთარი ავტომობილით.
პირობები:
- სამუშაო საათები: 09:30-18:30
- სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
- ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე)
- მდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან საბა ორბელიანის 11გ
- დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა.
- მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა)
კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშრუტის შესაბამისად)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.