8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VHVGEQJM 26 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

2GIS

2GIS

გაყიდვების მენეჯერი

2GIS Dış ilan
Batum Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია 2Gis-batumi აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

2GIS-Batumi საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც ქალაქის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ახორციელებს კარტოგრაფიულ და საინფორმაციო-საძიებო სერვისს. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციასა და საძიებო ცნობარს. ჩვენი მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გავუმარტივოთ ორიენტირების პროცესი და მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურებაზე. ეს, თავის მხრივ, ბიზნესებს ეხმარება პროცესების განვითარებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში. საქართველოში, კერძოდ ბათუმში, წარმატებით განხორციელებული პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: 2gis.ge

რას გთავაზობთ: - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 + ბონუსი; - საშუალო ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 3 000 ლარია; წარმატებული მენეჯერების შემოსავალი 4 000 ლარს და მეტს აღწევს. - სამუშაო ადგილი: ბათუმი, ცენტრალური უბანი; - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00 (სამუშაო მოიცავს პარტნიორებთან ვიზიტებსა და შეხვედრებს).

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია (სატელეფონო და პირისპირ); - შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან; - კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ინვოისების მომზადება და შემდგომი ოპერაციების კონტროლი; - მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება; - არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მუდმივი წარმოება და განახლება; - გრძელვადიანი, სანდო და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; - გაყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და ხარვეზების იდენტიფიცირება/გაუმჯობესება; - კომპანიის პროდუქტებისა და მათი ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა; - ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შედეგების რეგულარული რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, MS Office, Outlook); - ქართული და რუსული ენების თავისუფლად ცოდნას; - პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების ჩატარების გამოცდილება; - დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი.

პიროვნული უნარები და თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ნიჭი; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; - პოზიტიური განწყობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა.

შემოგვიერთდი 2GIS-Batumi-ს გუნდში და ერთად გავამარტივოთ ქალაქის ცხოვრება! დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „B2B გაყიდვების მენეჯერი — ბათუმი“.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
2GIS
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek