ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის წყალმომარაგების სამსახურის II კატეგორიის მთავარი სპეციალისტი
16 Kas tarihinde yayınlandı (14 gün kaldı) 30 Kas tarihine kadar başvurun
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის წყალმომარაგების სამსახურის II კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება : 3 800 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები
- შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
- სანიტარული ზონების დაცვის უზრუნველსაყოფად ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
- ექსპლუატაციაში ახლად მიღებული ობიექტების საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორებისთვის აუცილებელი სამუშაოების მოთხოვნა რეგიონული ფილიალიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
- რეგიონული ფილიალების მიერ, სხვადასხვა სახის მასალების და მოწყობილობების საწყობიდან გასატანად წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა და მათ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სასურველია - ინჟინერია/სამოქალაქო ინჟინერია;
- სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; სავალდებულო წყალმომარაგების/წყალარინების სექტორში ოპერირებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint ცოდნა;
- ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა;
- ამოცანათა ფორმალიზება;
- სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად. კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.