8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VQ7SQAP9 17 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

აბანოთუბანი გრუფი

აბანოთუბანი გრუფი

ქოლცენტრის ოპერატორი

Tiflis Staj Diğer
Oturum açın ve başvurun
₾1300–1500 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე ანაზღაურება: 1300-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
  • ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა
  • კომპანიის პროდუქტის შეთავაზება
  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება,
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მოუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აბანოთუბანი გრუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek